ახალი ამბები
ქუთაისის #59 საოლქო კომისია არჩევნებისთვის 56 387 ლარს მიიღებს
FaceBook
ცენტალურმა საარჩვენო კომისიამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებს საჭირო ფულადი სახსრები გაუნაწილა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი დადგენილება მიმდინარე წლის 22 აგვისტოს გამოსცა.

დოკუმენტის თანახმად, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიას სულ 56 387 ლარი გამოეყო.

ამ თანხაში გათვალისწინებულია საოქო, საუბნო და დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯები.

ასევე, არჩევნებისთვის თანხები გადაეცა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოქმედ საოქლო კომისიებსაც:





საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება. ამომრჩევლები მერებს, გამგებლებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ.


Print