ახალი ამბები
"ახლა რომ გაილექსებით" - გოგი წულაია მაჟორიტარობის კანდიდატებს მიმართავს
FaceBook
ქუთაისში, ზაზა მალანიას ქუჩის მოსახლეობა წყლის რეაბილიტაციის შემდეგ მიტოვებული გზის საფარის აღდგენას ითხოვს.

ადგილობრივების თქმით, ქუჩაზე წყლის სისტემის ცენტრალური მაგისტრალი უკვე 2 თვეა შეიცვალა. მას შემდეგ კი ადგილზე არავინ გამოჩენილა.

"ორი თვის წინ დაასრულეს მუშაობა. ყველა მოსახლე დაერთებული ვართ უკვე ცენტრალურ მილს. მიატოვეს გზა ასე უყურადღებოდ. ჩვენ კი მტვერში და ტალახში ვიხრჩობით და არავინ გვყავს პარტონი. დიდი ხანია გასულია უკვე ის დროც, რაც გზის დატკეპნას ჭირდება. იქნება მოგვხედოს ვინმემ," - ამბობს ადგილობრივი მოსახლე, ჯემალ მალანია.

მალანიას ქუჩაზე პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია იმყოფებოდა. მისი თქმით, ეს საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რა ხარვეზებით მიმდინარეობს ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია.

"გათხარა, გააკეთა, დატესტა, ეზოებში შეიყვანა და ჯერ წყალი არ გაუშვია. რატომ გააკეთა არ ვიცი. იმ ანეგტოდს გავს, თუ ჭვიანად იქნებით, აუზში წყალს ჩაგისხამთო," - აცხადებს გოგი წულაია.

ის, ასევე მერიისა და "ქართული ოცნების" კანდიდატებს მიმართავს:



ქუთაისში მალანიას ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაციას "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქვეკონტრაქტორი, თურქული კომპანია SMK ახორცილებდა. გზის საფარის აღდეგანაც, სწორედ მას ევალება.

ამ საკითხზე "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" დავუკავშირდით, სადაც აცხადებენ, რომ წყლის მილის შეცვლის დროს გათხრილ გზას დატკეპნა ჭირდება, რის შემდეგაც სავალი ნაწილი მოასფალტდება. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მალანიას ქუჩაზე გზა უახლოეს დღეებში მოწესრიგდება.


Print