ახალი ამბები
ტყიბულში ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი დაიწყო
FaceBook
ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი „ტყიბული 2017“ მიმიდინარე წლის 22 აგვისტოს დაიწიყო. ტურნირი ტყიბულში წელს უკვე მეცხრედ ტარდება.

ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის ვერცხლის დარბაზში მონაწილეობას საქართველოს 10 სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული 70-მდე ნორჩი მოჭადრაკე იღებს.

შეჯიბრება 4 ასაკობრივ ჯგუფში – 8, 10, 12 და 16 წლამდე ვაჟებსა და გოგონებს შორის გაიმართება.

თამაშები ძირითადად შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად ჩატარდება.

ტურნირის გამარჯვებულები და მათი მწვრთნელები, ტრადიციულად, ფულად ჯილდოსთან ერთად, შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

შეჯიბრების ორგანიზატორები საქართველოს, იმერეთისა და ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციებთან ერთად საჭადრაკო კლუბი „ტყიბული“ და ადგილობრივი თვითმმართველობაა.

საჭადრაკო ფესტივალი ტყიბულში 27 აგვისტომდე გაგრძელდება.



თეონა ჯანელიძე

Print