ახალი ამბები
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს მეხანძრეები ქუთაისიდანაც შეურთდნენ
FaceBook
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მეხანძრე-მაშველები ქუთაისიდანაც შეურთდნენ.

რამდენი მეხანძრე და რა რაოდენობის ტექნიკა გაემგზავრა ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-სამაშველო სამსახურში ვერ აზუსტებენ, თუმცა ამბობენ, რომ მობილიზაცია მთელი საქართველოდან მოხდა.

"მთელი საქართველოდან მოხდა მობილიზება მეხანძრე-მაშველების და შესაბამისად, ტექნიკის. დაზუსტებით ვერ ვიტყვით რაოდენობას," - განუცხადეს ქუთაისიპოსტს სახანძრო-სამაშველო სამსხურში.

ბორჯომში შექმნილი საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული.

ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებით, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი.


Print