ახალი ამბები
ქუთაისში "მწერალთა სახლის" ადგილზე სასტუმრო "რამადა" აშენდება
FaceBook
დეველოპერული კომპანია m2 ქუთაისში "მწერალთა სახლის" ადგილზე ხუთსართულიან სასტუმროს ააშენებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო "რამადა" 120 ადგილიანი იქნება. მასში 2 რესტორანი და 2 საკონფერენციო დარბაზი განთავსდება.

m2-ში ამბობენ, რომ სასტუმროს მშენებლობა 2 წელიწადში დასრულდება.

რაც შეეხება "მწერალთა სახლს", მისთვის ამავე ტერიტორიაზე ახალი შენობა აშენდება. 350 კვ.მ-ის ნაგებობა სამსართულიანი იქნება და მას დამოუკიდებელი შესასვლელი ექნება.

სასტუმრო "რამადასა" და "მწერალთა სახლის" გარდა, კომპანია m2 ქუთაისში, გაპონოვის ქუჩა #5-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

ქუთაისში მწერალთა სახლის შენობა მიმდინარე წლის 24 მაისს გამოცხადებულ აუქციონზე გაიყიდა.

პირობების თანახმად, აუქციონზე გამარჯვებულს "მწერალთა სახლის" შენობის ნაწილის (350 კვმ.) მწერლებისთვის და ხელოვანი ადამიანებისთვის გარემონტება ევალება, რომელიც შემდეგ ქუთაისის მერიას დაუბრუნდება. დანარჩენ 2250 კვ.მ - ს კი ინვესტორი სასტუმროს მშენებლობისთვის გამოიყენებს.


Print