ახალი ამბები
კულტურული მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა - შეხვედრა ქუთაისში
FaceBook
კულტურის მნიშვნელობა, საზოგადოებაში ქელების სტატუსის და როლის ამაღლება, ენობრივი მრავალფეროვნება - ამ საკითხებზე იმსჯელეს დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

შეხვედრა პროექტის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ ფარგლებში გაიმართა. მას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, UNESCO-ს მონაწილეობით ახორციელებს.

„ამ ეტაპზე დასრულდა UNESCO-ს მეთოდოლოგიით საპილოტე სქემის პირველადი მოდელის შემუშავება და ინფორმაციის საველე სამუშაოები,“- აღნიშნა შეხვედრაზე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელმა, ქეთი ბიბილეიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, 2012 წლიდან ამ დრომდე, ქუთაისში კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული აქტივობები შეისწავლეს.

ქეთი ბიბილეიშვილი განმარტავს, რომ „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენცია პარიზში 2005 წელს მიიღეს, საქართველო კი მას 2008 წელს შეუერთდა.



Print