ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება
FaceBook
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება.

არჩევნების კონკრეტული თარიღი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოაცხადა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლები მერებს, გამგებლებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ.




Print