ახალი ამბები
პრეზიდენტი არჩევნების კონკრეტულ თარიღს დღეს გამოაცხადებს
FaceBook
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონკრეტული თარიღი დღეს გახდება ცნობილი.

არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგი 12:00 საათზე გაიმართება, სადაც ქვეყნის პირველი პირი არჩევნების კონკრეტულ თარიღს გამოაცხადებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლები მერებს, გამგებლებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ.
Print