ახალი ამბები
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში საფეხმავლო ხიდი წელს არ აშენდება
FaceBook
ქუთაისში მდინარე რიონზე საფეხმავლო ხიდის მშენებლობა შესაძლოა მომავალი წლისთვის გადაიდოს.

ხიდი ბოტანიკურ ბაღსა და წმინდა გიორგის ეკლესიას ერთმანეთს დააკავშირებს.

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - "მედეას" დირექტორი, თემურ ჩეჩელაშვილი განმარტავს, რომ საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულდა, პროექტს კი მერიაში განიხილავენ.

მისივე ინფორმაციით, ხიდის ასაგებად გათვალისწინებული თანხა გაიზარდა, რაც ამ დროისთვის 2,5 მლნ ლარს შეადგენს.

თემურ ჩეჩელაშვილი აცხადებს, რომ მშენებლობისთვის საჭირო ფინანსების მოძიება უნდა მოხდეს, რაც შესაძლოა მიმდინარე წელს ვერ მოეწროს და 2018 წელს გადაინაცვლოს.

ქუთაისში, ხარების და წმინდა გიორგის ეკლესიებს შორის არსებული ტერიტორიიდან ბოტანიკურ ბაღამდე, მდინარე რიონზე საფეხმვალო ხიდის პროექტირებისთვის, მერიამ 30 000 ლარიანი ტენდერი მიმდინარე წლის 2 თებერვალს გამოაცხადა. თუმცა, ტენდერი არ შედგა, რის შემდეგაც ქალაქის ხელმძღვანელობამ პროექტზე ელექტრონული შესყიდვა მეორედ გამოაცხადა და ღირებულება 45 000 ლარამდე გაზარდა.

განმეორებით ტენდერში შპს "სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა" 35 444 ლარად გაიმარჯვა.


Print