ახალი ამბები
ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ავტოავარიაში მოყვა
FaceBook
ქუთაისში, "ტორპედოს" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ავტოავარიაში მოყვა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

თვითმხილველთა ცნობით, ეკიპაჟი გამოძახებაზე მიდიოდა და წინ მიმავალმა მსუბუქმა მანქანამ გზა არ დაუთმო. სამედიცინო ბრიგადის ავტომობილმა გადასწრება სცადა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მომხდარს ადასტურებენ. როგორც ცენტრში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომობილი, სამედიცინო პერსონალი და მძღოლი კი არ დაშავებულან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ავარია მსუბუქი მანქანისა და სასწარფო დახმარების ბრიგადის ავტომობილის შეეჯახებამ გამოიწვია, რის შედეგადაც ორ ადამიანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.




Print