ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ოფიციალურად წარადგინეს
FaceBook
იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი, გრიგოლ დალაქიშვილი ოფიციალურად წარადგინეს.

ის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს გუბენატორმა, გივი ჭიჭინაძემ წარუდგინა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში, გრიგოლ დალაქიშვილის საკურატურო სფეროებს საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა წარმოადგენს.

დალაქიშვილი ვიცე-მერის პოზიციაზე გიორგი იობაშვილმა შეცვალა, რომელიც მანამდე "ქართული ოცნების" საქალაქო ორგანიზაციის კოორდინატორი გახლდათ.

გრიგოლ დალაქიშვილი ქუთაისის მესამე ვიცე-მერად მიმდინარე წლის 1 ივნისს დაინიშნა.

Print