ახალი ამბები
გარემოს ეროვნული სააგენტო - 23 აგვისტოს გაწვიმდება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 21 – 22 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება.

სააგენტო იუწყება, რომ 23 აგვისტოს გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და დღის ბოლოს გაწვიმდება.

24 აგვისტოს დღისით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა კი +24, +29 გრადუსამდე დაიკლებს. 25 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

Print