ახალი ამბები
აეროპორტების გაერთიანება - მემინგენის აეროპორტში დარჩენილ მგზავრებს ხარჯებს ავიაკომპანია აუნაზღაურებს
FaceBook
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხდებით, მემინგენის აეროპორტში დარჩენილ ყველა მგზავრს ხარჯებს ავიაკომპანია „ვიზეარი“ აუნაზღაურებს.

მემინგენი-ქუთაისის ავიარეისი 19 აგვისტოს საღამოს უნდა შესრულებულიყო. მისი გაუქმების მიზეზად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში უამინდობა დაასახელეს.

ქუთაისი-მემინგენის რეისი, ქუთაისიდან 19 აგვისტოს 19:17 საათზე გაფრინდა. როგორც ქუთაისის აეროპორტში განაცხადეს, მემინგენში არსებული ძლიერი ელჭექის გამო, მიუნხენში დაფრინდა. ასევე, ელჭექის გამო გაუქმდა ქუთაისის მიმართულებით ფრენა.

"ხოლო მემინგენიდან ქუთაისში მომავალ მგზავრებს, ავიაკომპანია ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებს”, - განაცხადეს ქუთაისის აეროპორტში.

ავიაკომპანია wizzair-ს გერმანიის ქალაქ მემინგენიდან ქუთაისის მიმართულებით რეისი 19 აგვისტოს 20:50 საათზე უნდა შეესრულებინა. თუმცა რეგისტრაციის გავლიდან მალევე მგზავრებმა მიიღეს ინფორმაცია, მათი რეისის დაგვიანებისა და შემდგომ გადადების შესახებ. თუმცა, ფრენის გადადების მიზეზები მგზავრებისთვის არ აუხსნიათ.

Print