ახალი ამბები
"ვარსკვლავი ხომ არ ვარ" - გოგი წულაია მერობის კანდიდატად მის შესაძლო წარდგენაზე
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, ბურჯანაძე-კუკავას გაერთიანებული გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი თავად იქნება, თუმცა საკითხი 100%-ით გადაწყვეტილი არაა.

"ჯერჯერობით ეს ასეა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სექტემბერში იქნება გაცხადებული. იქნებ ვინმე ჩემზე მეტი გამოცდილების მოვიდეს. ვარსკვლავი ხომ არ ვარ," - აღნიშნა გოგი წულაიამ ჩვენთან საუბარში.

პოლიტიკური პარტიები "დემოკრატიული მოძრაობა" და "თავისუფალი საქართველო" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატებს დაასახელებენ.
Print