ახალი ამბები
ქუთაისში სასწრაფო დახმარების ცენტრს ხელოვნური სუნთქვის ინკუბატორი გადაეცა
FaceBook
ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ხელოვნური სუნთქვის აპარატიანი სატრანსპორტო ინკუბატორი გადაეცა.

ინტეგრირებული ინკუბატორი, რომელიც რეანომობილში განთავსდება, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ახალშობილებისთვისაა განკუთვნილი.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს გამოიყენებენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ინკუბატორიანი რეანომობილი ახლომდებარე რეგიონებშიც გაიგზავნება.

ქუთაისის გარდა, ორი სატრანსპორტო ინკუბატორი გადაეცა თბილისისა და ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს, როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდისგან.

როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდი ვაშინგტონში 1991 წელს დაარსდა. ფონდი საქართველოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს.


Print