ახალი ამბები
"მემინგენიდან ქუთაისში მომავალ მგზავრებს, ავიაკომპანია ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებს”
FaceBook

მემინგენი-ქუთაისის ავიარეისის გაუქმების მიზეზად, რომელიც 19 აგვისტოს საღამოს უნდა შესრულებულიყო, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში უამინდობას ასახელებენ.


ქუთაისი-მემინგენის რეისი, ქუთაისიდან გაფრინდა 19 აგვისტოს 19:17 საათზე. როგორც ქუთაისის აეროპორტში აცხადებენ, მემინგენში არსებული ძლიერი ელჭექის გამო მიუნხენში დაფრინდა. ასევე, ელჭექის გამო გაუქმდა ქუთაისის მიმართულებით ფრენა.

"ხოლო მემინგენიდან ქუთაისში მომავალ მგზავრებს, ავიაკომპანია ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებს”, - აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.

ავიაკომპანია wizzair-ს გერმანიის ქალაქ მემინგენიდან ქუთაისის მიმართულებით რეისი 19 აგვისტოს 20:50 საათზე უნდა შეესრულებინა. თუმცა რეგისტრაციის გავლიდან მალევე მგზავრებმა მიიღეს ინფორმაცია, მათი რეისის დაგვიანებისა და შემდგომ გადადების შესახებ. თუმცა, ფრენის გადადების მიზეზები მგზავრებისთვის არ აუხსნიათ.

 

Print