ახალი ამბები
წყალტუბოში მამაკაცი საკუთარ სახლში სცემეს და დააყაჩაღეს
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, საკუთარ სახლში მამაკაცი დააყაჩაღეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაზარალებული სახლში მარტო ცხოვრობდა, რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.  დამნაშავეებმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

საცხოვრებელი სახლიდან კი წაღებულია თანხა, რომლის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.



Print