ახალი ამბები
ცარიელი ტრიბუნები და დასჯილი "ტორპედოს" 3 ქულა
FaceBook
ეროვნული ლიგის 23-ე ტურში ქუთაისის "ტორპედომ" გასავარდ ზონაში მყოფ გორის "დილას" უმასპინძლა. თამაში 19 აგვისტოს "რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე გაიმართა.

მატჩის სცენარი იმაზე განსხვავებულად წარიმართა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

ანგარიში გორულმა კლუბმა გახსნა და პირველი ტაიმიც აქტივში მოგებულად ჩაეთვალათ. მეორე ტაიმში ქუთაისელებმა ჯერ გათანამბრება, 2 წუთში კი დაწინაურებაც მოახერხეს. ორივე გოლი გიორგი კუხიანიძის ანგარიშზეა.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით ეს მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართა. გულშემატკივრების არ ყოფნა ქუთაისურ კლუბს აშკარად დაეტყო, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

თამაში 2:1 დასრულდა და ქუთაისის "ტორპედომ" თავის აქტივს 3 ქულა დაუმატა.


ბაქარ ლიკლიკაძე
Print