ახალი ამბები
ბოისამ საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი 2010" დატოვა
FaceBook
ქართველ კალათბურთელ ანატოლ ბოისას ქუთაისურ კლუბში ვეღარ ვიხილავთ.

ორივე მხარის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კალათბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.

ბოისა "ქუთაისი 2010"-ში 2014 წელს მივიდა და კლუბში 3 წელი დაჰყო.

ბოისა 2015/2016 წლებში გახდა სუპერლიგის ჩემპიონი. 2017 წელს აღმართა საქართველოს თასი. 2016/2017 წლებში კი ქუთაისურ კლუბთან ერთად გახდა ზ.საკანდელიძე/მ.ქორქიას მემორიალის გამარჯვებული.

"ქუთაისი 2010"-ში ახალ კალათბურთელებზეც არის საუბარი, თუმცა კლუბი ამ ეტაპზე მათ ვინაობას არ ახმაურებს.


ბაქარ ლიკლიკაძე
Print