ახალი ამბები
„მე გაუპატიურების კი არ მეშინია“ - გოგი წულაია ქუჩის ძაღლებზე (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში მაწანწალა ძაღლები ქუჩაში გამვლელ მოსახლეობას და ტურისტებს აშინებს. ბოლო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

„მივდიოდი ქალაქის ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე, სადაც ძაღლმა ბავშვი შეაშინა. ძალიან ცუდი სიტუაციაა, შეიძლება ძაღლი გამოგეკიდოს, რის გამოც ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა ტრამვაც მიიღოს,“ - აცხადებს ქუთაისში მცხოვრები ქეთი ბიბილეიშვილი.

ქუჩის ძაღლების თემას და არსებულ პრობლემებს ბრიფინგით გამოეხმაურა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია.

მისი თქმით, ტურისტებით სასვე ადგილი გადავსებულია ძაღლებით.

„პირისპირ არიან, ტურისტი - 20, ძაღლი - 30, მერე ტურისტი - 30, ძაღლი - 20. ერთი ერთში ჯდება ტურისტი და ძაღლი. მე გაუპატიურების კი არ მეშინია, კბენის მეშინია,“ - აცხადებს გოგი წულაია.



წულაია მერიას მოუწოდებს, სასწრაფოდ მიხედონ ქუჩის ძაღლების პრობლემას.

„რამდენიმე კვირის წინ ქალაქის მერმა დაგვიანონსა და დაგვამადლა, რომ თურმე ძაღლების თავშესაფარი გახსნა. მაგრამ ამ პრობლემას მაინც არ ეშველა.
კეთილი ინებონ და ძაღლთა თავშესაფარში წაიყვანონ, თავისი ლუკმები დაიკლონ და ძაღლს აჭამონ იქ. იმიტომ არ აჩერებენ, რომ ბიუჯეტიდან ფული არ უნდათ დახარჯონ,“ - აცხადებს წულაია.

ქუთაისში უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ კომპანიაში, ააიპ „სეპციალურ სერვისებში“ აცხადებენ, რომ თავშესაფრის დანიშნულება არ არის ქუჩიდან აყვანილი ძაღლის სამუდამოდ იქ დატოვება.

„თავშესაფრის დანიშნულება მდგომარეობს შემდეგში: უპატრონო ცხოველები ქუჩიდან მოგვყავს, ვაკვირდებით 10 დღის განმავლობაში, შემდეგ ვუკეთებთ ოპერაციას, სტერილიზაციას ან კასტრაციას. მერე კიდევ რჩება ძაღლი თავშესაფარში ერთი კვირის განმავლობაში. ვუკეთებთ ცოფის საწინააღმდეგო აცრას, თუ სამკრუნალოა იკურნება და ვუშვეთ ისევ ქუჩაში. ყველა ძაღლი რომ აქ მოვათავსოთ, ეს ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა. 200-მდე ძაღლი იმყოფება ახლა თავშესაფარში და გადის ამ პროცედურებს,“ - ამბობს ააიპ „სპეციალური სერვისების“ გენერაური დირექტორი გელა გაგუა.

მისი ინფორმაციით, ქუთაისში 2100-ზე მეტი მაწანწალა ძაღლია. გაგუას თქმით, დროსთან ერთად უპატრონო ძაღლების რიცხვი შემცირდება.


ქუთაისი, ისტორიული უბანი


ქუთაისი, ისტორიული უბანი
Print