ახალი ამბები
ქუთაისის მესამე ვიცე-მერად გიორგი იობაშვილი დაინიშნა
FaceBook
ქუთაისის მერის მესამე მოადგილედ გიორგი იობაშვილი დაინიშნა.

აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ დალაქიშვილი იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ გადავიდა.

გიორგი იობაშვილი კურატორობას გაუწევს მერიის საბინაო სამსახურს, ააიპ ბაგა-ბაღებს, ააიპ სპორტულ და კულტურულ სახელოვნებო გაერთიანებებს.

მისი წინამორბედი გრიგოლ დალაქიშვილი, ქუთაისის მესამე ვიცე-მერად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მას ქუთაისის "აიპ"-ები და საბინაო მიმართულება ებარა.

Print