ახალი ამბები
"ევროპულმა საქართველომ" ტყიბულში მერობის კანდიდატი წარადგინა
FaceBook
"ევროპულმა საქართველომ" ტყიბულის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად რუსლან ჯულაყიძე წარადგინა.

პარტიის ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამაც გააცნეს.

"ევროპული საქართველოს" ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატები, ხოლო ეს თანხა  პენსიის ზრდას მოხმარდება. მათი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში კი ტყიბულში პენსია 25 ლარით მოიმატებს.

“ტყიბულშიც იგივე პრობლემებია, რაც დანარჩენ საქართველოში, აქაც ზუსტად ისე უჭირთ პენსიონერებს გაზრდილ ფასებთან გამკლავება, აქაც არის ძალიან ბევრი სხვა პრობლემები. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება გამოსწორება. გამარჯვების შემთხვევაში არ დავიშურებ ძალღონეს აქ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად,“ - განაცხადა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” მერობის კანდიდატმა ტყიბულში, რუსლან ჯულაყიძემ.

თეონა ჯანელიძე

Print