ახალი ამბები
Wizzair-მა უფასო ონლაინ რეგისტრაციის წესები შეცვალა
FaceBook
Wizzair უფასო ონლაინ რეგისტრაციის (Check in) ახალ წესებს აქვეყნებს.

მგზავრებს რეისზე უფასოდ დარეგისტრირების შესაძლებლობა ექნებათ გაფრენამდე 48 საათით ადრე. ახალი წესები ძალაშია ბილეთებზე, რომელიც შეძენილია 15 აგვისტოს შემდეგ.

იმ შემთხვევაში თუ დაჯავშნისას მგზავრს არ შეუძენია თავისი ადგილი, ონლაინ რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება გაფრენამდე 48 საათით ადრე. უკან დასაბრუნებელ გზაზე კი ამის შესაძლებლობა გექნებათ გამოფრენამდე 15 დღით ადრე.

თუ ჯავშანი გააფორმეთ 15 აგვისტომდე, ან შეიძინეთ ადგილი ავიაბილეთის დაჯავშნისას 2017 წლის 15 აგვისტოს და შემდგომ, ონალინ რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ძველი წესით, 30 დღით ადრე გაფრენამდე, რომელიც სრულდება დაგეგმილ გამგზავრებამდე 3 საათით ადრე.

თუ გსურთ რომ გაიაროთ ონალინ რეგისტრაცია უფრო ადრე ვიდრე 2 დღეა, უნდა შეიძინოთ ადგილი თვითმფრინავში.


Print