ახალი ამბები
ტროტუარი ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ტროტუარის მხოლოდ მცირე ნაწილზეა ასფალტი დაგებული.



ფოტო სოციალურ ქსელში 14 აგვისტოს გავრცელდა, რასაც მაშინვე მოჰყვა გამოხმაურებები:

"ეს რა უბედურებაა ასვალტი არ ეყოთ თუ რახდება"

"დროშა ვერ დაკიდენ, ტროტუარი ვერ დააგენ"

"ეს რამე ილუზორული არტია?"

"ამას ჰქვია ტოტუარი-მოტუარი"

"ქუთაისი მაინც სულ სხვაა"

"ეს ადგილი 2011-2012 წლებში გაკეთდა და სამწუხაროა, რომ მხოლოდ გუშინ გახდა შესამჩნევი. მე-15 სკოლაში მოხდა გაზის მილების გაყვანა, რასაც ტროტუარის ნაწილის გადაჭრა დასჭირდა. შესაბამისად გადაჭრილი ადგილი გადაიგო ასფალტით," - განმარტავს ქუთაისის მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ეკა მამისეიშვილი.
Print