ახალი ამბები
ამბროლაურის სამი სოფელი ორი დღეა გარესამყაროს მოწყვეტილია
FaceBook
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში,  მდინარე ლუხუნის ხეობასთან ახლოს მდებარე მდებარე სოფლები გარესამყაროს ისევ მოწყვეტილია. სოფლებთან დამაკავშირებელი გზის  ჩახერგვა მთის ჩამოჭლამ გამოიწვია. ადგილზე  მობილიზებულია  ტექნიკა, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. თუმცა, ადგილობრივ თვითმმართველობაში ვერ აკონკრეტებენ თუ როდის მოხდება გზის ამ მონაკვეთის  გახსნა. სოფლებში დაახლოებით 900-მდე ოჯახი ცხოვრობს.

"ვეძებთ გამოსავალს, ანუ ალტერნატიული გზას, რომ მოსახლეობა გამოვიყვანოთ. ადგილზე გეოლოგები სწავლობენ სამუშაოებს. რამ გამოიწვია მთის ჩამოშლა უცნობია", - განმარტავენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

რაჭა ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ლევან ქვათაძის თქმით, მიმდინარეობს სამუშაოები ალტერნატიული ძველი გზის აღსადგენად და გზა დღის ბოლომდე გაიხსნება, თუმცა აღნიშნულ გზაზე გადაადგილებას მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილები შეძლებენ.

მთა 13 აგვისტოს დილით ჩამოიშალა, რომელმაც სამი სოფლის დამაკავშირებელი გზა ჩახერგა.


Print