ახალი ამბები
ამბროლაურის სამ სოფელში გზაზე მთის ჩამოშლის გამო სავალი ნაწილი დაკეტილია
FaceBook
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  სამ  სოფელი, ლიხეთი, აბარი და ურავი გარემოსამყაროს მოწყდნენ. სოფლებთან დამაკავშირებელ გზაზე, დილით მთა ჩამოიშალა, რამაც სავალი  ნაწილი ჩაკეტა. სოფლები მდინარე ლუხუნის ხეობასთან  ახლოს მდებარეობს.  სოფლებში დაახლოებით 900-მდე ოჯახი ცხოვრობს.

"ყველა ვეძებთ გამოსავალს, ანუ ალტერნატიული გზას, რომ მოსახლეობა გამოვიყვანოთ. ადგილზე გეოლოგები სწავლობენ სამუშაოებს. რამ გამოიწვია მთის ჩამოშლა უცნობია", - განმარტავენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ გზების გაწმენდის სამუშაოები უკვე დაწყებულია. მუნიციპალიტეტის გამგებლის მალხაზ ლომთაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ როდისთვის მოხდება გზის აღდგენა.




Print