ახალი ამბები
ინციდენტი სამტრედიაში საფეხბურთო მოედანზე - გულშემატკივარმა მსაჯებს ბოთლი ესროლა
FaceBook
სამტრედიაში საფეხბურთო მოედანზე "დინამოსა" და "სამტრედიას" გუნდებს შორის თამაშს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

"სამტერდიის" გუნდის გუშლემატკივრების უკმაყოფილება თამაშის 1:1-თ დასრულებამ გამოიწვია. ერთ-ერთმა მათგანმა ტრიბუნიდან ბოთლი მსაჯების მიმართულებით ისროლა. პოლიციის თანამშრომლებმა კი პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

შსს-ში განმარატავენ, რომ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების 166-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

თამაშის პირველი ნაწილი ფრედ 0-0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში ანგარიში ჯერ სტუმრებმა გახსნეს, თამაშის ბოლო წუთებზე კი მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შესძლეს.

"დინამოს" და სამტრედიას"  შორის საფეხბურთო მატჩი  12 აგვისტოს სამტრედიაში "ეროსი მანჯგალაძის" სახელობის სტადიონზე  გაიმართა.
Print