ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში ეკოლოგიისა და გამწვანების სპეციალისტებს სამუშაოდ იწვევენ
FaceBook
"გვირჩვენია იყოს ვაკანტური, სანამ არ მოვიძიებთ პროფესიონალ კადრს"
ქუთაისის მერიაში ეკოლოგიისა და გამწვანების ახლადშექმნილ განყოფილებაში სპეციალისტებს სამუშაოდ იწვევენ.
მერიაში ეკოლოგიისა და გამწვანების განყოფილების შექმნა მიმდინარე წელს მოხდა. ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ინფორმაციით, აღნიშნულ განყოფილებაში სპეციალისტებისთვის ვაკანსია სამჯერ გამოცხადდა. თუმცა, ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.
"ქალაქს ჭირდება გამწვანება და გაცილებით უკეთესი გამწვანება უნდა იყოს, ვიდრე ახლაა. ხეების გადაბელვა იქნება თუ ყვავილების დარგვა, ეს სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ. სამუშაოები უნდა იყოს დაგეგმილი. ამისთვის სამსახურები არსებობს სხვადასხვა თვითმმართველობებში და ჩვენთან ერთი სპეციალისტიც კი არ იყო. გვინდა შევარჩიოთ კარგი სპეციალისტები. გვირჩვენია იყოს ვაკანტური, სანამ არ მოვიძიებთ პროფესიონალ კადრს," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის მერი გამწვანებისა და ეკოლოგიის სპეციალისტებს მოუწოდებს მონაწილეობა მიიღონ გამოცხადებულ კონკურსში.
დეა მანაგაძე
Print