ახალი ამბები
„ელექტროენერგიის ფასმა მოიმატა თუ რატომ ზრდით შადრევნების ექსპლოატაციის თანხას?“- გია უკლება
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს 34-ე რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა, შადრევნების ექსპლოატაციისთვის დამატებით 54 000 ლარის გამოყოფას დაუჭირეს მხარი.
შადრევნების ექსპლოატაციისთვის თანხის დამატება გააპროტესტა საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა, გია უკლებამ.

მისი თქით, მისთვის გაუგებარია რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ამ მიმართულებით დამატებითი თანხის გამოყოფა მაშინ, როცა არც ელექტროენერგიის საფასური გაზრდილა და არც ახალი შადრევნის მშენებლობა დაუგეგმავს ქალაქის ხელისუფლებას.

"ელექტროენერგიაზე მოიმატა ფასმა, ახალ შადრევანს აკეთებთ ქალაქში თუ რა მოხდა? რატომ ამატებთ ამ თანხას? გაუგებარია ჩემთვის რა პრინციპით ახდენთ საერთოდ ამ ცვლილებებს", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე გია უკლებამ.

ქალაქის მერმა შადრევნების ექსპლოტაციისთვის საჭირო თანხის გაზრდა შადრევნების ძრავების შეცვლის აუცილებლობით ახსნა და განაცხადა, რომ ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის რამდენიმე ძრავი გადაიწვა, რაც შეცვლას საჭიროებს.

"იქ არის ძრავები, რომლებიც დროთა განმავლობაში შეცვლას საჭიროებენ. რამდენიმე ძრავი დაიწვა და უნდა შევცვალოთ. ამას ემატება ელექროენერგიის ხარჯები. თქვენ იმასაც ამბობთ, რატომ თიშავთ რამდენიმე დღე შადრევანსო, მაშინ როცა, თქვენივე გაკეთებულია ის შადრევანი, რომელიც თვეში ერთხელ უნდა გაირეცხოს და მითითებულია პირდაპირ, რომ ორი-სამი დღე უნდა გამორთო. რა ვქნათ აბა არ გამოვრთოთ? გადავწვათ ძრავები?", - განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქუთაისის საკრებულომ 34-ე რიგგარეშე სხდომაზე 1 067 000 ლარის ცვლილება დაამტკიცა.

Print
თეგები: #საკრებულო