ახალი ამბები
ქუთაისის ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტი ცვლილება განხორციელდა
FaceBook
ქუთაისის ბიუჯეტი 1 067 000 ლარით გაიზარდა.
ქალაქის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის თქმით, ადგილობრივმა ბიუჯეტმა შემოსავლები ძირითადად სათამაშო ბიზნესიდან და პრივატიზაციიდან მიიღო.

"ქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა მილიონ 67 ათასი ლარით. ეს ძირითადად არის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, პრივატიზაციიდან მისაღები თანხები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები. ხარჯვით ნაწილში ასევე განხორციელდა ცვლიელბა სატენდერო ეკონომიის ხარჯზე", - განაცხადა კოტე ქავთარაძემ.

სატენდერო ეკონომიებიდან მიღებული თანხები სხვადასხვა მიმართყლებით გადანაწილდა.

ცვლილებების შედეგად თანხა დააკლდა რამდნეიმე მიმართულებას, მათ შორის გზების კაპიტალურ სამუშაოებს და ბაგა-ბაღების რეაბილიტაციის პროგრამას, თუმცა, ქალაიქს ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის თქმით, ეს თანხები სატენდერო ეკონომიების შედეგად იქნა დაზოგილი.

"ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე არ კეთდება, უბრალოდ ეს თანხები ამოღებული იქნა სატენდერო ეკონომიებიდან",-განაცხადა კოტე ქავთარაძემ.


საკრებულოს ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, რომ  ქალაქის ხელისუფლებამ ბიუჯეტი საარჩევნოდ დაგეგმა და ცვლილებს მხარი არ დაუჭირა.

ცვლილებების შედეგად ქალაქის ბიუჯეტმა 67 812 000 ლარი შეადგინა.


Print