ახალი ამბები
ქუთაისში ახალგაზრდების მიერ დაცვის თანამშრომლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია
FaceBook
ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ "ქარვასლის" დაცვის თანამშრომლის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გამოძიება 118 მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 
ისჯება გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ცემის ფაქტი ქუთაისში მიმდინარე წლის 10 აგვისტოს საღამოს საათებში მოხდა. თვითმხილველის თქმით, დაცვის თანაშრომელს სამი ახალგაზრდა უმოწყალოდ სცემდა. ნაცემი მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი და აღენიშნება სხეულის მცირე დაზიანებები. იცინდენტის მიზეზად სავარაუდო ქურდობის ფაქტი სახელდება.




Print