ახალი ამბები
ქუთაისში მთავარ არქიტექტორს ეძებენ
FaceBook
"ქალაქის მთავარი არქიტექტორი ვინ არის?" - ამ შეკითხვით ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თვითმმართველობის წევრებს მიმართეს.
"იქნებ გვითხრათ ვინ არის მთავარი არქიტექტორი. ქალაქში ფასადები სხვადასხვა ფერებით არის გადაღებილი და ძალიან შეუსაბამოა. ხომ შეიძლება ამის დარეგულირება", - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
აღნიშნულ შეკითხვაზე ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ბაქარ ჭეიშვილმა, განმარტა რომ უწყება დიდი ხანია მთავარ არიქტექტორს ეძებს.
"ჩვენც დიდი ხანია ვეძებთ ქალაქში მთავარ არქიტექტორს. ჭირს პროფესიონალების მოძებნა", - ასეთი პასუხი მიიღეს ქუთაისის მერის მოადგილის, კოტე ქავთარაძისგან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალაქის მერს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ქალაქში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ფოტოკოლაჟებად წარუდგინეს.

თეკლე მორგოშია

Print