ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში აგრილებას 14 აგვისტოდან პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დღეს 39 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც ზოგჯერ შესაძლოა 25მ/წმ -მდე გაძლიერდეს. სინოპტიკოსების ცნობით, ქარი და მაღალი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 13 აგვისტომდე შენარჩუნდება.

" 14 აგვისტოდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება , უნდა ველოდოთ ხანმოკლე წვიმასაც, ჰაერი 31-33 გრადუსამდე დაიკლებს, მსგავსი გრილი ამინდები მომდევნო კვირის ბოლომდე იქნება", - ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურის დაკლება და ნალექი სანაპირო რაიონებშიც მოსალოდნელია.
Print