ახალი ამბები
11 აგვისტოს ნიკეას ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება
FaceBook
ქუთაისში, 11 აგვისტოს, 14:00-დან 15:00 საათამდე ნიკეას ქუჩაზე 781 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

სს ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდბა გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიზღუდება.

ელექტროენერგია დაგეგმილი სამუშაოების გამო ასევე არ მიეწოდება ტყიბულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებს.

ტყიბულში: 11 აგვისტოს 06:00-დან 11:00 საათამდე დაახლოებით 5250 აბონენტს არ მიეწოდება ელ-ენერგია.

"ტყიბულშსა და სოფელ მუხურაში 11:00-დან 18:00 საათამდე - 602 აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ხოლო სოფლებში სოჩხეთი, ძმუისი, წყნორი, კისორეთი. 11:00-დან 14:00 საათამდე - 322 აბონენტს არ ექნება შუქი. სოფლებში ძუყნური, ლეღვა, ახალდაბა, ხრესილი. 11:00-დან 14:00 საათამდე - 144 აბონენტს შეუწყდება ელექტრომომარაგება.

ზესტაფონში: 11:00-დან 18:00 საათამდე - 477 აბონენტს სოფელ გაღმა ბოსლევსა და ონში შეუწყდება ელ-მომარაგება.
ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე - 586 აბონენტს სოფლებში ღები და ჭიორა," - აცხადებენ ენერგო პრო ჯორჯიაში.

კომპანიაში განმარატევნ, რომ  სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
Print