ახალი ამბები
წყალმომარაგების კომპანია აბონენტების პირადი მონაცემების გასაჯაროების გამო ბოდიშს იხდის
FaceBook
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აბონენტების პირადი მონაცემების გასაჯაროების გამო ბოდიშს იხდის.

"საქართველოს გაერთიანებული წყალმარაგების კომპანიას" განსაზღვრული ქონდა ე.წ. სტირეკების დაკვრა ისეთ მრიცხველებზე, რომლებიც განთავსეულია აბონენტის კუთვნილ ფართში ან სხვა პირთა დაფარულ ადგილას. კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა შეცდომა, რისთვის კომპანია ბოდიშს იხდის, და დამატებით, გაცნონებთ, რომ დაუყონებლივ აღმოფხვრის ზემოთ აღნიშნულ ხარვეზს", - განუმარტეს ქუთაისიპოტს წყალმომარგების კომპანიაში. 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვიცენტრის წარმომადგენლებმა, სადარბაზოებში, აბონენტების პირადი მონაცემები, სახელი, გვარი და პირადი ნომერი, განათავსა.

"კომპანიას ჩემი აზრით აქვს უფლება აბობონენტის და მრიცხველის ნომერი მიუთითოს, მაგრამ პირის პირადი ნომრის გასაჯაროება მიმაჩნია,რომ საქმე გვაქვს პერსონალური მონაცემების დარღვევასთან",-ამბობს ილიკო ნაცვალაძე, რომელიც ერთ-ერთია იმ აბონენტებს შორის, რომელთა პირადი ნომერიც კომპანიამ კორპუსის სადარბაზოში განათავსა.





ამავე თემაზე:

წყალმომარაგების კომპანიამ ქუთაისში აბონენტების პირადი ნომრები გაასაჯაროვა


"ეს წარმოადგენს კანონდარღვევას" -პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი აბონენტების პირადი ნომრების გასაჯაროებაზე
Print