ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს საქმიანობას დამოუკიდებელი აუდიტი შეისწავლის
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს საქმიანობას დამოუკიდებელი  აუდიტი შეისწავლის. აუდიტი ქუთაისის წარმომადგენლობითი ორგანოს  2014 -2017 წლების მუშაობით დაინტერესდება.  

საკითხი უკვე განიხილა და ცნობად მიიღო  ქუთაისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ. სადაც აცხადებენ, რომ საკრებულოს დეპუტატებმა აუდიტის ჩატარების შესახებ წინადადებით აღმასრულებელს თავად მიმართეს.

ქუთაისის საკრებულოში დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება დეპუტატებმა ჯერ ბიუროზე უნდა განიხილონ, რის შემდეგაც, საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გავა.  


Print