ახალი ამბები
წყალმომარაგების კომპანიამ ქუთაისში აბონენტების პირადი ნომრები გაასაჯაროვა
FaceBook
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვიცენტრის წარმომადგენლებმა, სადარბაზოებში, აბონენტების პირადი მონაცემები, სახელი, გვარი და პირადი ნომერი, განათავსა.
"კომპანიას ჩემი აზრით აქვს უფლება აბობონენტის და მრიცხველის ნომერი მიუთითოს, მაგრამ პირის პირადი ნომრის გასაჯაროება მიმაჩნია,რომ საქმე გვაქვს პერსონალური მონაცემების დარღვევასთან",-ამბობს ილიკო ნაცვალაძე, რომელიც ერთ-ერთია იმ აბონენტებს შორის, რომელთა პირადი ნომერიც კომპანიამ კორპსუსის სადარბაზოში განათავსა.

ქუთაისიპოსტი დაუკავშირდა "წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურს" თუ რა მიზნით მოხდა აბონენტების პირადი მონაცემების გასაჯაროება. კომპანიაში განგვიმარტეს, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

არის თუ არა პირადი ნომრის გასაჯაროება პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის დარღვევა, ამის გასარეკვევად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს დავუკავშირდით.
Print