ახალი ამბები
ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კანალიზაციის წყალი გადმოდის (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კანალიზაციის წყალი იქცევა. პრობლემის შესახებ  ქუთაისიპოსტს  ადგილობრივებმა თავად მიმართეს. 



მათი თქმით,   წყლის ქცევა თვეზე მეტია აწუხებთ. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, პრობლების შესახებ მაშინვე აცნობეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზზეც დარეკეს, თუმცა უშედეგოდ. მათივე თქმით, დახმარებას არც არავინ დაპირებიათ. 

ადგილობრივებთან ერთად კანალიზაციის სუნი აწუხებთ ტურსიტებსაც, რომლებიც ბაგრატის ტაძრის აქტიური ვიზიტორები არიან.

"გადარეულები არიან ტურისტები, ფუ-ფუს გაიძახიან. ყველას მივმართეს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს", - ამბობს ამავე ქუჩაზე მცხოვრები, ავთანდილ ჯიშაკრიანი. 

"ჰო, სუნი კი ვიგრძენით. უცებ ვერ მიხვდი საიდან მოდიოდა, დისკომფორტია, რა თქმა უნდა. როგორც ხედავთ ბევრი ხალხია აქ", - ამბობს ტურისტი პოლონეთიდან. 



ქუთაისიპოსტის მიერ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში დარეკვიდან რამდენიმე საათში ტერიტორიაზე მოკვლევის მიზნით .
კომპანიის ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის, მიხეილ თათარაძის თქმით, საკანალიზაციო მილის იყო გაბიდნული, რომელიც დააახლოებით ორი საათის წინ შეაკეთეს.
Print