ახალი ამბები
"SMK-მ სასმელი წყლის ჭა მილების გარეშე დაამონტაჟა" - გოგი წულაია
FaceBook

"ქუთაისში თურქულმა კომპანია SMK-ამ წყლის ჭა მილების გარეშე დაამონტაჟა",  - ეს განცხადება პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ გააკეთა.

წულაიამ ბრიფინგი ქუთაისში, ვაჟა ფშაველას და ვასილ კიკვიძის ქუჩების კვეთაზე გამართა, სადაც წყალმომარაგების კომპანიის ერთ-ერთი წყლის სიმულაციური ჭა მდებარეობს. წულაიას თქმით,  სასმელი წყლის ჭა ისე არის აშენებული, რომ შიგნით წყლის მილები არ არის განთავსებული, ხოლო რამდენიმე დღის წინ ჭა ისევ თავიდან ამოთხარეს და აღმოაჩინეს, რომ წყლის მილები ჭის გვერდით გადის.

" ჭა ააშენეს იმისთვის, რომ წყლის რეგულაცია მოახდინონ. რამდენიმე დღის წინ მოვიდნენ წყლის მომარაგების კომპანიიდან და შიგნით მილები არ აღმოჩნდა, იმის შემდეგ დაიწყეს ჭის ირგვლივ მიწის თხრა და როგორც იქნა აღმოაჩინეს მილები თურმე გვერდით მიწაშია წყლის მილები და ჭაში არ მოუთავსებიათ. ასე ყრის ქუთაისის მერია მილიონებს" - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წუალია.

წყალმომარაგების კომაპნიაში განმარტავენ, რომ ჭაში წყლის წნევის რეგულატორი უნდა დამონტაჯდეს. " ეგ არ არის ურდულის ჭა. ეს არის წყლის რეგულატორისთვის განკუთვნილი ჭა და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს სამუშაოები" - აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

თურქული კომპანია "SMK" წყალმომარაგების კონტრაქტორი კომანია . ის ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაობს ახორციელებს.




 

Print