ახალი ამბები
ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს 10 აგვისტოს ზესტაფონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ
FaceBook
ავღანეთში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეს, მდინარე ბებიაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ოჯახმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მეუფე მელქისედეკის შეთავაზება მიიღო და მდინარე ბებიაშვილს ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.

პანაშვიდი დილის 10:00 საათიდან დაიწყო. დაკრძალვის ცერემონია კი მის მშობლიურ სოფელში მარტოთუბანში გაიმართება.ავღანეთში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეს,  მდინარე ბებიაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ოჯახმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მეუფე მელქისედეკის შეთავაზება მიიღო და მდინარე ბებიაშვილს ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ. პანაშვიდი დილის 10:00 საათიდან დაიწყო. დაკრძალვის ცერემონია კი მის მშობლიურ სოფელში მარტოთუბანში გაიმართება.

უმცროსი სერჟანტი მდინარე ბებიაშვილი 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.


ეკა დუგლაძე
Print