ახალი ამბები
12 აგვისტოს ეროვნული ლიგის ცენტრალურ მატჩს სამტრედია უმასპინძლებს
FaceBook
12 აგვისტოს, ერთმანეთს ჩემპიონატის ორი ფავორიტი გუნდი დაუპირისპირდება. "სამტრედია" და  "დინამოს" საფეხბურთო გუნდების მატჩი 18:00 საათზე  სამტრედიაში "ეროსი მანჯგალაძის" სახელობის სტადიონზე  გაიმართება. 

თბილისის "დინამო" ამ ეტაპზე ჩემპიონატის გამოკვეთილი ლიდერია, მას 49 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება,  "სამტრედიას", ის მესამე ადგილზე იმყოფება და თბილისურ კლუბთან 7 ქულიანი ჩამორჩენა აქვს.

გუნდები ამ ჩემპიონატში მესამე შეხვედრას ჩაატარებენ ერთმანეთის წინააღმდეგ.


ბაქარ ლიკლიკაძე
Print