ახალი ამბები
ქუთაისს ინვესტორი, ტექსტილის ქარხნის გახსნის მიზნით, დაათვალიერებს
FaceBook
ქუთაისში ტექსტილის ფაბრიკის გახსნის საკითხი სექტემბერში გადაწყდება.

აღნიშნულზე "ქუთაისიპოსტთან" საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ განაცხადა.

როგორც ის ამბობს, ინვესტორი ქალაქს სექტემბერში ეწვევა. ქუთაისში ქარხნის აშენებით კომპანია SMM ტექსტილის მფლობელი მურათ შიმშეკი  არის დაინტერესებული.

"დავათვალიერებინებთ ადგილს და ამის შემდეგ გადაწყდება ინვესტორი ჩადებს, თუ არა ინვესტიციას," - ამბობს ჩალიქშან- მჟავანაძე.

მისივე განმარტებით, ინვესტიციის კონკრეტული მოცულობა და პროექტის დეტალები ინვესტორის ვიზიტის შემდეგ დადგინდება.

ქუთაისში 150 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 15 ტექსტილის ფაბრიკის მოწყობა "საერთაშორისო ინვესტორტა ასოციაციის" პროექტის მიხედვით გასულ წელს დაიგეგმა.



ამავე თემაზე:


ქუთაისში ტექსტილის 15 ფაბრიკის აშენება იგეგმება










Print