ახალი ამბები
ავარიით გარდაცვლილ მეეზოვეს 10 აგვისტოს დაკრძალავენ
FaceBook
ქუთაისში, უბედური შემთხვევის შედეგად ააიპ  "სპეციალური სერვისების" გარდაცვლილ თანამშრომელს  10 აგვისტოს დაკრძალავენ.

ააიპ "სპეციალური სერვისების" თანამშრომელი, 60 წლამდე ასაკის მეეზოვეს სიცოცხლე სამუშაო პროცესში, ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მომხდარმა ავარიამ იმსხვერპლა.

ავტომობილის მძღოლი თავად ჩაბარდა პოლიციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მეეზოვეს დაკრძალვისთვის საჭირო თანხას ააიპ "სპეციალური სერვისები" ფარავს. 

ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის თაობაზე მწუხარება ქალაქის მერმაც გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.


ამავე თემაზე:



"ის ყოველდღიურად ზრუნავდა ქალაქის სისუფთავეზე" - ქუთაისის მერი ავარიაში გარდაცვლილ მეეზოვეზე

ქუთაისში, ავტოავარიით გარდაცვლილი მეეზოვის დაკრძალვის ხარჯებს "სპეციალური სერვისები" დაფარავს

მძღოლი, რომელმაც ქუთაისში მეეზოვეს სიცოცხლე იმსხვერპლა პოლიციას თვითონ ჩაბარდა








Print