ახალი ამბები
ხარაგაულში 67 წლის მამაკაცს ეძებენ
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში 67 წლის მამაკაცს ეძებენ. რამაზ კურტანიძე სახლიდან 4 აგვისტოს დილით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცს ჯანმრთელობისა და მახსოვრობის პრობლემა ჰქონდა.

სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხარაგაულის განყოფილება და სოფლის მოსახლეობაა ჩართული. ოჯახი დახმარებას ითხოვს.

წყარო: 1tv.ge
Print