ახალი ამბები
ქუთაისის მერია მსოფლიო ბანკისგან 11 მილიონ ლარს სესხად მიიღებს
FaceBook
ქუთაისის მერია 10 წლის ვადით მსოფლიო ბანკისგან 11 მილიონ ლარს სესხის სახით მიიღებს.
სესხის მიღებაზე ქალაქის საკრებულომ მერიას თანხმობა უკვე მისცა.
ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკთან შუამდგომლობას რეგიონალური განვითარების სამინისტრო მოახდენს, რის შემდეგაც მოხდება თანხის გამოყოფა და ყოველთვიურად გადასახდელი თანხის გრაფიკის შედგენაც.
18%-იანი სესხის ფარგლებში ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია, ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკის და ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა განხორციელდება.
ქუთაისის მერიამ ანალოგიური ათწლიანი სესხი 2005 წელსა აიღო. 7 მილიონამდე სესხის საპროცენტო განაკვეთი 26% შეადგენდა. აღნიშნული სესხის დასაფარად ქუთაისი მერია ყოველწლიურად 700 000 ლარს იხდიდა და მისი სრულად დაფარვა მიმდინარე წელს დასრულდება. 
დეა მანაგაძე
Print