ახალი ამბები
ქუთაისში გაპონოვის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
FaceBook

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე მე-4 შესახვევის #18 სახლში ხანძარი ლოკალიზებულია.

სახანძრო სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ ხანძრის კერები ჩამქრალია.

"ახლა მიმდინარეობს გადამოწმება, ხომ არ არის კიდევ საფრთხე", - განმარტავენ სამაშველო სამსახურში. მათი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა მიმდინარეობს.

ხანძარი ქუთაისში გაპონოვის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ საცხოვრებელ სახლს გაუჩნა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადვილზე 5 სახანძრო მანქანა მუშაობდა.




 

Print