ახალი ამბები
როგორი იქნება კაფე-ბარი "არგო" (ფოტორეპორტაჟი)
FaceBook
ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ერთსართულიანი შენობის მთავარი კონსტრუქცია უკვე დასრულებულია.  სხვადასხვა ორნამენტითა და სიმბოლოებითაა მოხატული შიდა კედლები. შენობაში შეტანილია ინვენტარის ნაწილიც.  ახლა კი  მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც ადგილზე დასაქმებულები ამბობენ, ეზოში ფილაქანი  დაიგება. ცენტრალურ ნაწილში კი შადრევანი უნდა მოეწყოს, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შადრევნის დემონტაჟის შემდეგ არსებული მასალით კეთდება.

როგორ გამოიყურება კაფე-ბარ "არგოს" ინტერიერი და ექსტერიერი, რომელიც ჯერ ისევ მოწყობის პროცესშია,  ნახეთ ფოტორეპორტაჟი:


მოხატული კედელი "არგოში"


ვაზი შენობის ერთ-ერთ კედელზე


აფის ერთ-ერთი მხარე მდინარე რიონს გადაჰყურებს


შენობაში ჯერ კიდევ მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს


სამზარეულოს მხარე შენობაში


გამჭვირვალე კედელი დეკორით

შენობაზე უკვე განათავსეს კაფის სახელწოდება


შენობის წინ მიმდინარეობს შადრევნის მონტაჟი


ახალი კაფე-ბარი, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიხსნება


ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობა 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სამეფო რეზიდენციაში კაფის მშენებლობას მაშინ საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

ადგილი, სადაც ახლა "არგო" შენდება, ქუთაისის მერიამ შპს "ანასტასიას" 2016 წელს, სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუცვალა, სადაც "ანასტასია" სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა.

ქალაქის ცენტრში 417 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცლოდ, შპს "ანასტასიამ" 300კვ.მ ფართი მიიღო, რაშიც ფირმამ წლიური იჯარა, 6 600 ლარი უნდა გადაიხადოს.



ამავე თემაზე:

ქუთაისში "არგოს" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო


ქუთაისში "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ

ქუთაისის მერია არასამთავრობო სექტორის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს

ნიკა ლატარია:- "შეაჩერონ მშენებლობა, ხმის ამომღები არ ვარ"

"არგოს" მშენებლობის შესაჩერებლად ქუთაისის მერს არასამთავრობო სექტორი ერთკვირიან ვადას აძლევს
Print