ახალი ამბები
"ქუთაისში დეპუტატის ბრძანებით კინოჩვენება გააჩერეს და 170 ბავშვი გარეთ გამოუშვეს"
FaceBook
"როდემდე უნდა იყოს, რომ დეპუტატების ბრძნებით ხან დაცვის თანამშრომელი იხსნება სამსახურიდან, ხან კერძო სტრუქტურები ჩერდება, ხან კინოსეანსი იშლება,"

ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში განთავსებულ კინოთეატრში საკრებულოს დეპუტატის ბრძანებით კინოჩვენება გაწყვიტეს და დარბაზში მყოფი 170 ბავშვი გარეთ გამოუშვეს - აღნიშნულ გაცხადებას ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"დღეს ქუთაისის მეშვიდე სკოლის დაკვეთით ტარდებოდა კინოსეანსი, გურამ ტოროშელიძის (დეპუტატი ქუთაისის საკრებულო) ბრძანებით შუა სეანსის დროს შეგვაწყვეტინეს ჩვენება და ბავშვები გარეთ გამოგვაშვებინეს! მინდა მივმართო ქუთაისის მერს და და მთელს მერიას, რატომ უშლით ხელს კერო ბიზნესის განვითარებას, კინოთეატრის ფუნციონირებას ხელს, გამოდით თქვენი ვიწრო პარტიული საზღვრებიდან და იქნებ იფიქროთ უფრო მეტი ამ ქალაქზე!," - აცხადებს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერი თემურ ცამციშვილი.
ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კონოჩვენების გაწყვეტის მიზეზად სკოლაში ბილეთების გაყიდვის ფაქტი დაუსახელეს.
"ასე მუშაობს ყველა თეატრი ქუთაისში, მე მაინტერესებს განათლების რესურსცენტრი თუ იძიებს იმას, რატომ შედის ბილეთი სკოლაში, რატომ არ ხდება სხვა ორანიზაციებზე აკრძალვა და რატომ ირღევვა ბავშვების უფლებები", - აცხადებს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, ნატალი პატარიძე.
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი გურამ ტოროშელიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში უსაფუძვლოს უწოდებს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციის განცხადებას და აცხადებს, რომ მას მსგავსი ბრძანება არ გაუცია.
"რა საერთო მაქვს განათლებასთან, მე ვარ მერიის ეკონომიკის, ქონებს მართვის და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე და მე არ მეხება მსგავსი საკითხები. დამისახელონ ის ადამიანი, რომელსაც ეს ვუბრძანე," - აცხადებს დეპუტატი.
აღნიშნული ბრძანების გაცემას უარყოფს ქუთაისის საგანმანათლებლო რესუსრცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ვავაკიძე.
"კინოსეანსის შეწყვეტასთან არ მაქვს კავშირი. მე უბრალოდ დირექტორისგან მოვითხოვე ახსნა-განმარტება, რატომ მოხდა გაკვეთილების მიმდინარეობის დროს ბავშვების გაყვანა სკოლიდან და კინოთეატრში წაყვანა, რაც დაუშვებელია. საკითხავია კიდევ რა ფილმს აყურებინებდნენ ბავშვებს," - აცხადებ ბადირ ვაშაკიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ადამინისტრაციაში განმარტავენ,  რომ დღეს კინოთეატრში საბავშვო ფილმი გადიოდა "ექს მანქანა, ექს რობოტი", რომელიც თავად ბავშვებმა შეარჩიეს.
"ჩვენ შეტანილი გვქონდა სკოლაში ფილმები და თავად ბავშვებმა აირჩიეს სასურველი ფილმი. ტოროშელიძე რა თქმა უნდა უარყოფს ამ ამბავს, თუმცა მისი დავალებით მოხდა ფილმის შეწყვეტა, მოვიდა სასწავლონაწილი და გვითხრა, ორ წუთიც რომ იყოს დარჩენილი, უნდა გავწყვიტოთ და წავიყვანოთ ბავშვებიო. გუშინ იყო "კონკიას" ჩვენება", რომელიც ასევე, სკოლის მხრიდან იყო შერჩეული. როდემდე უნდა იყოს, რომ დეპუტატების ბრძანებით ხან დაცვის თანამშრომელი იხსნება სამსახურიდან, ხან კერძო სტრუქტურები ჩერდება, ხან კინოსეანსი იშლება," - აცხადებს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე.


Print