ახალი ამბები
8 აგვისტოს იმერეთის მუნიციპალიტეტებს დენის მიწოდება შეუწყდება
FaceBook

სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.


ქუთაისიში: 08 აგვისტოს 11:00-დან 17:00 საათამდე - 946 აბონენტს ქ. ქუთაისში შერვაშიძის, სააკაძის, მაჩაბლის და მიმდებარე ქუჩებზე, ე.წ. აგარაკების დასახლებას. 15:00-დან 17:00 საათამდე - 316 აბონენტს ახალგაზრდობის ქუჩაზე.


ზესტაფონში: 08 აგვისტოს 10:30-დან 18:00 საათამდე - ფიდერ „თვრინის“ 456 აბონენტს სოფლებში თვრინი, ალავერდი, ფუთი, კლდეეთი და მიმდებარე სოფლებში. 08 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე - ფიდერ „წყალსადენის“ 406 აბონენტს სოფელ შროშაში და ძირულაში.


ხარაგაულში: 08 აგვისტოს 10:00-დან 16:00 საათამდე - ქვესადგურ „მოლითის წევას“ დაახლოებით 1700 აბონენტს სოფლებში მოლითი, ვახანი, ნებოძირი, ჩრდილი და მიმდებარე სოფლებში.


თერჯოლაში: 08 აგვისტოს 10:30-დან 15:00 საათამდე - ფიდერ „თერჯოლა 2“-ის 342 აბონენტს ქ. თერჯოლაში 4 ძმის, რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე. 10:00-დან 17:00 საათამდე - 1040 აბონენტს სოფლებში ქვედა სიმონეთი და ბარდუბანი.


წყალტუბოში: 08 აგვისტოს 12:00-დან 14:00 საათამდე - ფიდერ „სპ-3“-ის 664 აბონენტს ქ. წყალტუბოში რუსთაველის, გურიელის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ წყალტუბოში. 15:00-დან 17:00 საათამდე - ფიდერ „კურორტი 1“-ის 594 აბონენტს ქ. წყალტუბოში იოასელიანის, რუსთაველის, ლორთქიფანიძის და მიმდებარე ქუჩებზე.


ტყიბულში: 08 აგვისტოს 10:30-დან 17:00 საათამდე - 225 აბონენტს საწირეში და ნამოხვანში. 10:30-დან 17:00 საათამდე - ფიდერ „სოჩხეთის“ 602 აბონენტს სოფლებში სოჩხეთი, ძმუისი, წყნორი, კისორეთი და მიმდებარე სოფლებში.


სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

Print