ახალი ამბები
ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
FaceBook
ტყიბული-საწირის  მონაკვეთზე მომხადრ ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა  დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ერთ-ერთ მანქანაში მსხდომი სამი მგზავრიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მცირე დაზიანებები მიიღეს დანარჩენმა მგზავრებმა.

გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით,რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას,რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა


თეონა ჯანელიძე
Print